languageქართული

როგორ ვმუშაობთ

პროფესიონალური ოპერატორები

  • შეირჩევიან გულდასმით და გადიან სწავლებას მაღალი სტანდარტებით,
  • რეგულარულად გადიან კვალიფიკაციის ამაღლებას,
  • იყენებენ სპეციალიზებულ პროგრამულ უზრუნველყოფას «TaxSee»,
  • ოპერატორის ყოველი მოქმედება ფიქსირდება ინფორმაციული სისტემის მიერ,
  • ყოველი ოპერატორის მუშაობა მუდმივად კონტროლდება ხარისხის განყოფილების მიერ,
  • ყველა ზარი იწერება შემდგომში მათი მოსმენის შესაძლებლობით.
პროფესიონალური ოპერატორები
პროგრამული უზრუნველყოფა

პროგრამული უზრუნველყოფა

პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას ახორციელებენ «TaxSee»-ს სპეციალისტები. ჩვენ არა მხოლოდ ვაკვირდებით ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფის შეუფერხებელ მუშაობას, არამედ მუდმივად ვადევნებთ თვალს ბაზრის განვითარებას და შეგვაქვს აუცილებელი ცვლილებები ჩვენს პროგრამულ პროდუქტში. ეს საშუალებას აძლევს ჩვენს კლიენტებს დარწმუნებული იყონ იმაში, რომ ნამდვილად მუშაობენ დარგში საუკეთესო პროგრამულ უზრუნველყოფასთან.

ჩვენი პროგრამული პროდუქტებია:

  • აპლიკაცია მძღოლების მუშაობისთვის «Taxsee Driver»,
  • ოპერატორის ავტომატიზირებული სამუშაო ადგილის პროგრამა — ასა «TaxSee»,
  • ხელმძღვანელისთვის აღრიცხვისა და კონტროლის მოდული,
  • ვებ-რესურსები ტაქსის კლიენტებისთვის,
  • აპლიკაცია ტაქსის გამოძახებისთვის მობილური ტელეფონიდან,
  • გადახდის სისტემებთან ინტეგრაცია,
  • IVR-ს ხმოვანი მენიუს მართვადი სისტემა.

თქვენ მოქმედი ტაქსის ხელმძღვანელი ხართ თუ ახლა აპირებთ ბიზნესის დაწყებას?

შეაფასეთ კომლეკსის "Taxsee" პროგრამულ-აპარატურული შესაძლებლობები.

  • სრული ოპერატიული კონტროლი ყველა ბიზნეს-პროცესზე.
  • დაწვრილებითი ანალიტიკური ანგარიშები.
  • საჭიროა მხოლოდ ინტერნეტში წვდომა.

მიიღეთ უფასოდ დემო წვდომა ტაქსის სერვისის პროგრამასთან.

კლიენტებთან მუშაობა

1 ოპერატორები ამუშავებენ სხვადასხვა მეთოდებით შემოსულ კლიენტების შეკვეთებს
2 კლიენტების ზარებზე პასუხობენ IVR სისტემის სასიამოვნო ხმა და თავაზიანი ოპერატორი
3 შეკვეთაზე ავტომობილის დანიშვნის შემდეგ კლიენტი იღებს SMS-შეტყობინებას მანქანის მოსვლის დროის, მისი სახელმწიფო ნომრისა და მარკის, ასევე მგზავრობის ფასის მითითებით
4 ავტომობილის მოსვლისთანავე IVR-დან კლიენტთან შემოდის ზარი, რომელშიც მას ატყობინებენ, რომ მძღოლი ადგილზეა, აჟღერებენ შეკვეთას და სთავაზობენ გამოსვლას
როგორ ვმუშაობთ

ტაქსის გამოძახების მეთოდები

სტანდარტული:

  • სატელეფონო ზარი (პირდაპირ ნომერზე ან ნომერი-ბუმერანგი)

ალტერნატიულები:

  • IVR (ხმოვანი მენიუ)
  • ონლაინ საიტზე
  • აპლიკაცია Android და iOS-თვის
აპლიკაცია Android და iOS-თვის

მძღოლებთან მუშაობა

1 შეკვეთის მიღებისას ოპერატორი აფორმებს შეკვეთას: ბაზაში შეყავს ტაქსის მიწოდების მისამართი და მგზავრობის მარშრუტი
2 სისტემა ავტომატურად ნიშნავს უახლოეს ავტომობილს. ხოლო თუ ასეთი არ არის, შეკვეთა ხდება ხილული ყველა მძღოლისათვის და თითოეულ მათგანს შეუძლია გააგზავნოს დანიშვნის მოთხოვნა. რიგი პარამეტრების მიხედვით სისტემა თვითონ შეარჩევს ერთ-ერთ მძღოლს და დანიშნავს მას შეკვეთაზე
3 მგზავრის დანიშნულების ადგილზე მიყვანის შემდეგ მძღოლის ანგარიშიდან ხდება მგზავრობის ღირებულების პროცენტის ჩამოჭრა. მძღოლი ისევ თავისუფალია მორიგი შეკვეთის შესასრულებლად
აპლიკაცია Taxsee Driver მძღოლებისათვის

გაიგეთ ჩვენთან თანამშრომლობით თქვენი სარგებელის შესახებ