languageქართული

ვინ ვართ ჩვენ

კონტაქტ-ცენტრი "Taxsee" -

არის მგზავრებისა და ტვირთების ტაქსომოტორული გადაყვანა/გადაზიდვების შეკვეთების მიღებისა და დამუშავების უდიდესი სპეციალიზებული სერვისი რუსეთის ფედერაციაში. უკვე 10 წელია, რაც ამ ბაზარზე ვმუშაობთ და ტაქსოპარკების მფლობელებს ვთავაზობთ მზა ბიზნეს გადაწყვეტილებებს.

Контакт-центр «TaxSee»
Кто мы

რატომ ჩვენ?

კონტაქტ-ცენტრი «TaxSee» სპეციალიზდება ტაქსომოტორული კომპანიებისთვის მომსახურების მიწოდებაზე. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოვახდინოთ სრული კონცენტრაცია ჩვენი მომსახურების ხარისხზე და მუდმივად გავაუმჯობესოთ ის. ჩვენი მუშაობის სისტემა გამორიცხავს კორუფციის და დისპეჩერის მიერ ნაცნობი მძღოლისთვის "გემრიელი" შეკვეთების გადაცემის შესაძლებლობას.

ჩვენი ოპერატორები რეგულარულად გადიან სწავლებას მაღალი პროფესიონალური სტანდარტებით. მძლავრი IT-განყოფილების არსებობა, რომელიც შედგება პროგრამისტებისა და სისტემური ადმინისტრატორებისაგან, იძლევა იმის გარანტიას, რომ კონტაქტ-ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი გადაწყდება ოპერატიულად.

ყოველი კლიენტი ნებისმიერ დროს შეძლებს ჩვენს ოპერატორთან დაკავშირებას, და თქვენ არ დაკარგავთ არც ერთ შეკვეთას.

Кто мы

რატომაა ეს ხელსაყრელი?

ჩვენთან თანამშრომლობით, თქვენ შეძლებთ შეამციროთ ხარჯები:

  • ოპერატორებისა და სისტემური ადმინისტრატორის შრომის ანაზღაურებაზე,
  • სასერვერო ნაწილისა და სადისპეჩეროსთვის კომპიუტერული ტექნიკის ყიდვაზე და შენახვაზე,
  • ტექნიკურ მხარდაჭერასა და სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის ყიდვაზე,
  • სადისპეჩეროსთვის შენობის კომუნალურ გადასახადებზე და იჯარაზე,
  • თანამშრომლების მოტივაციასა და სწავლებაზე,
  • კავშირგაბმულობის მომსახურებებზე და ა.შ.

უბრალოდ აიყვანეთ მძღოლები და მიიღეთ შემოსავალი.

რატომაა ეს ხელსაყრელი?
ჩვენი გარანტიები

ჩვენი გარანტიები

ჩვენ ვიძლევით საიდუმლო ინფორმაციის დაცვის და მიწოდებული მომსახურეობის მაღალი ხარისხის გარანტიას თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების დებულებებით, შეთანხმებებით მომსახურების დონის (SLA) და კონფიდენციალობის (NDA) შესახებ. ჩვენ არ წარმოვადგენთ გადამყვანს და არ ვანიჭებთ უპირატესობას ამა თუ იმ კლიენტს.

ჩვენი გარანტიები

გაიგეთ იმის შესახებ, თუ როგორ ვმუშაობთ