languageქართული

დამატებითი მომსახურებები

მძღოლებისა და კლიენტების სატელეფონო გამოკითხვების ჩატარება

კონტაქტ-ცენტრი არის სოციალური გამოკვლევების ჩატარების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი. ჩვენი ძალები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თქვენი ამოცანების შესაბამისად უმოკლეს დროში ჩავატაროთ ხარისხიანი სატელეფონო გამოკითხვა.

გამოკითხვების ჩატარებაში კონტაქტ-ცენტრ «TaxSee»-ს დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენ დაგეხმარებით თქვენთვის საინტერესო საკითხებზე თქვენს კლიენტებთან და მძღოლებთან უკუკავშირის მიღებაში.

«TaxSee» კონტაქტ-ცენტრის რესურსები და შესაძლებლობები:

  • თქვენი ბაზიდან შერჩევის ფორმირება მითითებული კრიტერიუმების მიხედვით,
  • დახმარება გამოკითხვის ფორმატის შედგენაში,
  • პროფესიონალური ოპერატორები,
  • სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც იძლევა გამოკითხვის ჩატარების მაღალი ხარისხისა და ტემპის მიღწევის შესაძლებლობას,
  • დეტალური ანგარიშის მიწოდება წინასწარ შეთანხმებული ფორმით, მათ შორის ციფრულ მატარებელზე რესპოდენტებთან ყველა საუბრის ჩანაწერი.

გამოკითხვის ჩატარების შედეგად თქვენ შეძლებთ უფრო ზუსტად შეაფასოთ თქვენი კომპანიის მდგომარეობა, განსაზღვროთ განვითარების პერსპექტიული მიმართულებები, რისკების მინიმუმამდე დაყვანის გზები, მოახდინოთ ფასების პოლიტიკის კორექტირება და სხვა.

მძღოლების ბალანსის შევსება გადახდის ტერმინალებიდან ერთიანი პროვაიდერი «TaxSee»-ს საშუალებით

ჩვენთან ერთად თქვენ დაზოგავთ დროს. თქვენ არ მოგიწევთ რამდენიმე ხელშეკრულების დადება გადახდის ტერმინალების სხვადასხვა ოპერატორებთან. ჩვენ უკვე გვაქვს ხელშეკრულებები უმსხვილეს ოპერატორებთან, თანაც ხელსაყრელი პირობებით.

დაბალი საკომისიო განაკვეთი «TaxSee»-ს საშუალებით მიღებული გადახდებიდან დაგეხმარებათ შეამციროთ ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ფულადი სახსრების მოძრაობასთან.

გადახდის ტერმინალების ფართო ქსელი საქართველოს ტერიტორიაზე მისცემს თქვენს მძღოლებს იმის შესაძლებლობას, რომ ოპერატიულად შეავსონ საკუთარი ბალანსი მათთვის მოსახერხებელ ადგილზე.

თანხები ჩაირიცხება თქვენი მძღოლის ანგარიშზე ავტომატურად, ბუღალტერიის თანამშრომლების ჩარევის გარეშე. ეს უზრუნველყოფს სტაბილურ თანამშრომლობას თქვენ და თქვენს მძღოლებს შორის "წინასწარ გადახდის" შემთხვევაში.

ჩვენ გაგიწევთ ოპერატიულ ტექნიკურ მხარდაჭერას და მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას «TaxSee»-ს საშუალებით გადახდების განხორციელების შესახებ.

პროვაიდერ «TaxSee»-სთან თანამშრომლობის დროს თქვენ არ მოგიწევთ ნერვიულობა თქვენს ფულზე. ის სრულად და დროულად გადაირიცხება თქვენი კომპანიის ანგარიშზე. ხოლო თქვენი მენეჯერები შეძლებენ კონცენტრირებას მიმდინარე საკითხების გადაწყვეტაზე, რომლებიც არ არის დაკავშირებული ნაღდი ფულის დამუშავებასთან.