languageქართული

საოპერატორო ადგილების იჯარა

ოპერატორებისთვის დისტანციური სამუშაო ადგილების იჯარა

ტაქსოპარკებს და ტაქსის გამოძახების სერვისებს, რომლებსაც სურთ მიანდონ შეკვეთების დამუშავება საკუთარ საშტატო ოპერატორებს, ჩვენ ვთავაზობთ დისტანციური სამუშაო ადგილების ჩვენთან იჯარით აღებას. ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ სპეციალიზებული კონტაქტ-ცენტრის მთელი ფუნქციონალი გამოყენებული იქნას უშუალოდ თქვენთან ოფისში, ისევე, როგორც აუთსორსინგის შემთხვევაში, ძვირადღირებული მოწყობილობის შეძენაზე და პროგრამული უზრუნველყოფის მომართვაზე ხარჯების გაწევის გარეშე. ამისათვის თქვენ გჭირდებათ მხოლოდ ინტერნეტთან დაკავშირებული კომპიუტერი.

ჩვენი ტექნოლოგიების ბაზაზე ჩვენ თქვენთან ერთად მოვაწყობთ თქვენი კლიენტებისგან შეკვეთების 24-საათიან მიღებას არა მხოლოდ ტელეფონით, არამედ ალტერნატიული მეთოდებითაც. თქვენ შეძლებთ პროფესიონალურ დონეზე გააკონტროლოთ თქვენი ოპერატორების მუშაობის ეფექტურობა: ყოველი სატელეფონო ზარი და მისი შედეგები ფიქსირდება, თქვენ გეძლევათ წვდომა ონლაინ-სტატისტიკაზე, სადაც შეგიძლიათ ნახოთ შემოსული ზარების რაოდენობა, საუბრების ხანგრძლივობა, მოუსმინოთ თითოეულ ზარს და გამოიტანოთ დასკვნები.

თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება სპეციალიზებული კონტაქტ-ცენტრ «TaxSee»-ს ყველა შესაძლებლობა:

  • ზარების მიღება 24 საათის განმავლობაში;
  • ტაქსის გამოძახების სერვისებისთვის სპეციალიზებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში მუშაობა;
  • სრული კონტროლი თანამშრომლების მუშაობაზე;
  • შეღავათიანი ტარიფები გამავალ ზარებზე;
  • SMS-დაგზავნა;
  • ინდივიდუალურად პროგრამირებადი IVR;
  • შეკვეთების მიღება საიტიდან და Android, iOS, Windows Phone -ის აპლიკაციიდან;
  • უფასო ტექნიკური და ორგანიზაციული მხარდაჭერა.